Friday, May 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გგონიათ, ვიცი, რა ავირჩიე? – რას ვუპირისპირებთ? ისტერიულ ხავილს, რომ ბიძინა ცუდია?! რატომ ბაძავთ?! გაეშვით! – პატარაია

October 4, 2021
“სასიხარული ამბით გიბრუნდებით” – რა ინფრომაციას ავრცელებს ბაია პატარაია?!

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“არჩევნებმა დაგვანახა, რომ ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის და მათი ნება ნელ-ნელა იძენს კონკრეტულ ფორმას. ოპოზიცია და ზოგჯერ მედიაც კი ხელს უფრო უშლის ამ ნების ფორმირებას, ვიდრე ეხმარება, ერთი კონკრეტული პრობლემით – ისტერიულობით. ვფიქრობ, აბსოლუტურად ამოწურა თავი ისტერიულობამ: “ვიღუპებით, უფსკრულში ვიჩეხებით!” არსად არ ვიჩეხებით, მეგობრებო, უკვე კარგა ხანია სტაბილურად ცუდად და მძიმედ ვართ და კიდე კარგა ხანს გაგრძელდება ასე (რადგან სიკვდილამდე შორია). მეორე ტურის მოსაგებად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ენის და რიტორიკის შეცვლა. გავიგეთ, რომ ბიძინა ბოროტი ოლიგარქია, ვიცით ეს. დაიღალა ხალხი ამ ფატალურობით. დავიღალეთ ყველა ამ ვითომ რევოლუციური განწყობით, რომელიც არ მოხდება!

რა უნდა იყოს ახალი ტონი და ახალი ენა? ჩვენ გვჭირდება კონკრეტული განვითარების გეგმის მოსმენა, რას შეცვლით, საიდან დაიწყებთ, რატომ იზავთ ასე, რითი ჯობია ეს უკვე არსებულ პოლიტიკას და ა.შ. არ ვიცი, რატომ ვერ ხვდებით ამას, პოლიტიკოსებო და მედიებო. მედიებს რატომ ახსენებო, ვინმე მკითხავს და გეტყვით, იმიტომ რომ ჟურნალისტები საერთოდ არ სვამენ შეკითხვებს თემატურად, პროგრამებზე, ხედვებზე, მარტო იმას კითხულობენ, კობახიძემ რომ იდიოტიზმი მოროშა, ამაზე რა კომენტარს გავაკეთებთ და ა.შ. არსობრივ, შინაარსონრივ შეკითხვებს არ სვამენ ჟურნალისტები, რადგან აყოლილები არიან პოლიტიკოსების ამ ტალღას. მე კიდევ მინდა, რომ ის კი არ ალაპარაკონ ექსპერტებს, რაც ცუდია ყველაფერი და რა საძაგლობაა ქოცობა, არამედ ასაუბრონ პოლიტიკოსები და ექსპერტები იმაზე, თუ კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყოველივე. ვცები? აბა, თქვენ მითხარით ერთი კონკრეტული გეგმა და აზრი, რითიც დაუპირსიპირდება ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა სასამართლო კლანს. არ არის ეს აზრი, ის არ ისმის, ან ისეთ ზედაპირულ იდეად რჩება, როგორიცაა, უჰ.. უცხოელებს ჩამოვიყვანთ. ვერ ჩამოიყვანთ! და არც უნდა ჩამოიყვანოთ! რადგან ეს არაა გამოსავალი ამ სიტუაციიდან. მოკლედ, ეს მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიყვანე, ისე კი, ყველაფერზე ასეა.

სანამ ხალხი არ დაინახავს, რას გვთავაზობს ოპოზიცია, ნუ გექნებათ უფრო მაღალი აქტივობის და მხარდამჭერის იმედი.

ვიცი, რომ ოცნება მოსყიდვების და დაშინების გზით იგებს არჩვენებს, მაგრამ რას ვუპირისპირებთ ამას? ისტერიულ ხავილს, რომ ბიძინა ცუდია?! არ ვარგა ეს სტრატეგია, აღარ მუშაობს ეს სტრატეგია, ეს ხომ ისედაც ბიძინას სტრატეგიაა – “მიშა უფრო ცუდია”, ხოდა რატომ ბაძავთ?!!! გაეშვით!

რა თქმა უნდა, ოპოზიციას მივეცი ხმა მეც და ყველა ჩემმა ახლობელმაც, მაგრამ გგონიათ, ვიცი, რა ავირჩიე? არა, არ ვიცი. მე მხოლოდ ბიძინას გადარჩევა ვცადე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ბევრი ადამიანისთვის. გესმით? მე მგონი, არ გესმით და სანამ ამას არ გაიგებთ, ახალ ამომრჩეველს ვერ მიიზიდავთ, თქვენ კიდევ ძალიან, ძალიან გჭირდებათ ახალი ამომრჩეველი მეორე ტურში.

ვწერ როგორც გულშემატკივარი,” – წერს პატარაია სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დუმდა… სანამ არ გააგდეს, მშვენივრად გრძნობდა თავს” – ვისზე საუბრობს ინგა გრიგოლია?
  • „სიგიჟეა ეს ამბავი…“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
  • “დროა, შევხვდეთ ერთმანეთს” – ვის მიმართავს დონალდ ტრამპი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge