Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თუ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ პროტესტის უფრო მკაცრ და რადიკალურ ფორმებს”- რეჟიმის ტყვეების მშობლები

April 2, 2025
რეჟიმის ტყვეების მშობლების მიმართვა პარტიებს, სტუდენტებს, ბიზნესს, საჯარო მოხელეებს, “ოცნებას”, ევროკავშირსა და საპატრიარქოს

რეჟიმის ტყვეების მშობლებისა და ოჯახის წევრების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” მათ სამართლიან მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროტესტის მკაცრ და რადიკალურ ფორმებს მიმართავენ.

მათი თქმით, განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა “ოცნებას” დაეკისრება.

“საქართველოს არალეგიტიმურ და თვითმარქვია ხელისუფლებას მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიიღოთ ქვეყნისთვის, მისი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანი, სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეობიდან ყველა სინდისის პატიმარი, ასევე დანიშნოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები…

იმ შემთხვევაში, თუ არალეგიტიმური ხელისუფლება არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მას. ქვეყანაში რევოლუციას აწყობს არა ხალხი, არამედ ხელისუფლების უსამართლო და უგუნური გადაწყვეტილებები… ჩვენ, ლეგიტიმური და სამართლიანი მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ პროტესტის უფრო მკაცრ და რადიკალურ ფორმებს, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვას, კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის, დასანქცირებული და ასევე კორუმპირებული მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის, მინისტრებისთვის და სხვა ჩინოვნიკებისთვის ყველგან და ყოველთვის დისკომფორტის შექმნას”, – განაცხადეს მშობლებმა.

ამავე განცხადებაში მშობლებმა პარტიებს, სტუდენტებს, ბიზნესს, საჯარო მოხელეებს, “ოცნებას”, ევროკავშირსა და საპატრიარქოს მიმართეს. გარდა ამისა, განაცხადეს, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა – დეტალები
  • ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  •  “როგორც ყველა დიქტატურაში, რეჟიმი იწყებს ჭამას საკუთარივე ბარტყების”- გიორგი ქადაგიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge