Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რეჟიმის ტყვეების მშობლების მიმართვა პარტიებს, სტუდენტებს, ბიზნესს, საჯარო მოხელეებს, “ოცნებას”, ევროკავშირსა და საპატრიარქოს

April 2, 2025
რეჟიმის ტყვეების მშობლების მიმართვა პარტიებს, სტუდენტებს, ბიზნესს, საჯარო მოხელეებს, “ოცნებას”, ევროკავშირსა და საპატრიარქოს

რეჟიმის ტყვეების მშობლებმა პარლამენტთან მიმართვა წაიკითხეს და პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტებს, ბიზნესს, საჯარო მოხელეებს, “ქართულ ოცნებას”, ევროკავშირსა და საპატრიარქოს მიმართეს.

“პირველი მოწოდება ეხება პოლიტიკურ პარტიებს, ყველა პროევროპულ და პროდასავლურ პარტიას მოვუწოდებთ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ მთავარი სამი მიზნის გარშემო – ახალი არჩევნები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

მეორე, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს გთხოვთ და მოგიწოდებთ, გამოდით ქუჩაში და გააპროტესტეთ ქვეყნის პოლიტიკური კურსის ევროპიდან რუსეთისაკენ ცვლილება, დრაკონულ-სადამსჯელო კანონების მიღება, თქვენი თანატოლების არაადამიანური წამება.

მოგიწოდებთ და გთხოვთ საქართველოს მოსახლეობას, ვიდრე დიქტატურისა და ტირანიის საცეცები თქვენამდე არ მოსულა, ვიდრე თქვენი შვილები, ძმები და ქმრები უკანონო პატიმრობაში არ აღმოჩენილან, აიმაღლეთ ხმა და გააპროტესტეთ ქვეყნის რუსიფიკაცია, არჩევნების გაყალბება და პოლიტიკური პატიმრების არსებობა, ვიდრე ჩვენი შვილები სხედან ციხეების ჯურღმულებში და არა თქვენი. გამოდით გარეთ და გააპროტესტეთ”, – განაცხადებს მშობლებმა.

ისინი მიმართავენ ბიზნესს, “ნუ გახდებიან ავტორიტარული რეჟიმის ყულაბა, ნუ გაამდიდრებენ რეჟიმის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს”.

ასევე, მოუწოდებენ საჯარო მოხელეებს, დადგნენ მათ გვერდით და დაუჭირო მხარი სამშობლოსა და შვილებისთვის უთანასწორო ბრძოლაში.

მშობლები მიმართავენ “ქართულ ოცნებას”, გაათავისუფლოს უკანონო პატიმრები და დანიშნოს ახალი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მათ აკისრებენ.

ისინი, ასევე, მიმართავენ ევროკავშირის ქვეყნებსა და დასავლეთის სახელმწიფოებს, ფინანსური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას.

ასევე, მოუწოდებენ საქართველოს საპატრიარქოს, პოზიტიური როლი შეასრულოს, ხელი შეუწყოს ერის შერიგებას და მოუწოდოს ხელისუფლებას, გადადგას გონივრული ნაბიჯები და შეასრულოს მშობლების მოთხოვნები.

ცნობისთვის, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა – დეტალები
  • ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  •  “როგორც ყველა დიქტატურაში, რეჟიმი იწყებს ჭამას საკუთარივე ბარტყების”- გიორგი ქადაგიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge