Monday, July 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აგროჰაბი” რძის ვარგისიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

April 2, 2025
“აგროჰაბი” რძის ვარგისიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, „აგროჰაბი“ განცხადებას ავრცელებს:

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ კომპანია აგროჰაბში ნებისმიერი ნედლეული თუ პროდუქტი, რომელსაც კომპანია იღებს სხვა მომწოდებლისგან გადის რამდენიმესაფეხურიან დამატებით შემოწმებას ჩვენსავე ლაბორატორიაში.
კონკრეტულად რძე, რომელსაც ვიღებთ რამდენიმე კომპანიისგან, გადის შემოწმების ფაზებს, ცისტერნაშივე მოწმდება ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები, შემდეგ გადმოტანილი რძე გადის შემოწმებას სიმჟავესა და PH ბალანსზე, თერმომდგრადობაზე, სომატურ უჯრედებზე, ანტიბიოტიკებზე, მიკრობთა საერთო რაოდენობაზე.
იყო შემთხვევა, როდესაც მომწოდებლის მხრიდან მიღებულმა რძემ ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული შემოწმების კრიტერიუმები და ასეთი პროდუქტი უკან იქნა გაბრუნებული.
სრულიად გამორიცხულია ნედლეულმა გადმოკვეთოს აგროჰაბის წარმოების „საზღვარი“ და შემდეგ პროდუქტის სახით გავიდეს საწარმოდან, რომელიც რაიმე სახით არ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს“. – ნათქვამია განცადებაში.

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, “ყვარლის ბაგამ“, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია, სასამართლო დავა მოუგო „ჩირინას“ (ბიუ-ბიუ), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა. გამოძიების თანახმად, 2018 წელს ყვარლის ბაგამ „ჩირინასგან“ დაახლოებით 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა.

ერთი წლის თავზე, „ყვარლის ბაგამ“ განაცხადა, რომ „ჩირინაში“ ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდა, საქონელი დაუხოცა და 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. „ჩირინამ“ პრეტენზიები არ მიიღო და უპასუხა, რომ ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა – საკვებად.

2020 წელს ლაშა პაპაშვილის კომპანიამ „ჩირინას“ სასამართლოში უჩივლა. მასალების მიხედვით, „ყვარლის ბაგის“ 1 ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა (ნამჯაში არეულს).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყველაფერს აკეთებენ ექიმები. ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული” – სარჯველაძე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს
  • როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ცნობები
  • პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული, მიხეილ სარჯველაძე მივიდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge