ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ამ წუთებში ხანძარია.
წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ სასტუმროში ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მალევე ჩააქრეს. შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.