უწყვეტი პროტესტის 125-ე დღეს რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან.
აქციას მარშით შეუერთდნენ მოქალაქეებიც, რომლებიც მანამდე ტრადიციულად საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბნენ.
მოთხოვნა უცვლელია: გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.