Thursday, July 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლუკა კინწურაშვილმა ადვოკატს განუცხადა, რომ განყოფილებაში და იზოლატორში სრულად ორჯერ გააშიშვლეს

April 1, 2025
ლუკა კინწურაშვილმა ადვოკატს განუცხადა, რომ განყოფილებაში და იზოლატორში სრულად ორჯერ გააშიშვლეს

ლუკა კინწურაშვილის უკანონო დაკავება კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა, რომ პოლიციის მხრიდან თვითნებობა და დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობა უკვე ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა – აცხადებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” [SJC]

ლუკა კინწურაშვილი პოლიციამ 31 მარტს, საღამოს 8 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თვითნებურად დააკავა და ჩანთის ჩხრეკა და ტელეფონში „ტელეგრამის“ ჩატზე წვდომა მოსთხოვა. კინწურაშვილმა ჩანთის შემოწმებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო მობილურზე წვდომის მიცემამდე, კონსულტაციის მიღების მიზნით “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ადვოკატს დაუკავშირდა.

ადვოკატმა ტელეფონით  კომუნიკაციისას პოლიციას მოსთხოვა განემარტა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და რა პროცედურით ითხოვდნენ ლუკასგან პირადი ტელეფონის დათვალიერებას. ასევე განუცხადა, რომ თავად მალევე იქნებოდა ადგილზე, რათა პოლიციას მისი მონაწილეობით ჩაეტარებინა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება, ლუკა კინწურაშვილს კი მის მისვლამდე ლაივში ჩართვა ურჩია. რის შემდეგაც, პოლიციამ ლუკა კინწურაშვილს ტელეფონი წაართვა და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ კინწურაშვილს არ მიეცა ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. შესაბამისად, დაკავებიდან 6 საათის განმავლობაში, არც ოჯახის წევრების და არც მისი უფლებადამცველებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა ინფორმაცია ლუკას ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ.

“როგორც ლუკა კინწურაშვილმა რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატს განუცხადა, პოლიციის თანამშრომლებმა ის პირადი დათვალიერების დროს სრულად ორჯერ გააშიშვლეს – როგორც პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, ისე დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების  დროს.

შსს  ლუკა კინწურაშვილს ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ პოლიციის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის მე-3  მუხლი) და მისი დაკავების ვადა  მაქსიმუმამდე – 48 საათით არის გახანგრძლივებული. ” აცხადებს ორგანიზაცია 

SJC აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ბოლო პერიოდში, პოლიციის მხრიდან დაკავებულების იძულებითი გაშიშვლება განმეორებადი პრაქტიკა გახდა და არაადამიანური მოპყრობის ეს განსაკუთრებულად დამამცირებელი ფორმა სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილად იქცა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • “უფალმა ნათელში ამყოფოს, ვუსამძიმრებთ ოჯახს”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge