ასტროფიზიკოსების მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ას წელიწადში ერთხელ დედამიწა ბნელი მატერიის ზემოქმედების შედეგად 0,015 გრადუსით ხურდება.
მეცნიერების გამოთვლებით, ათას წელიწადში ეს მაჩვენებელი უკვე 0,15 გრადუსს მიაღწევს, მილიონ წელში კი 1,5 გრადუსს და მეტს. ასტროფიზიკოსების კვლევა სამეცნიერო სერვერ arXiv-ზეა გამოქვეყნებული.
რაც შეეხება დედამიწის ბრუნვის სიჩქარეს, მეცნიერების შეფასებით, ას წელიწადში ერთხელ შავი მატერია დღის და ღამის ხანგრძლივობას 12 წამით შეამცირებს.
ამ მონაცემების 4,5 მილიარდ წელიწადზე გადათვლის შემთხვევაში, დღე-ღამე 540 მილიონი წამით ანუ 17 წლით შემცირდება.
მეცნიერების გამოთვლებით, სამყაროს 85% ბნელი მატერიისგან შედგება და ჯერჯერობით ეს ყველაფერია, რაც მასზე ცნობილია.