Monday, July 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი”- წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს

April 1, 2025
“პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი”- წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს

პროკურატურაში “ძლიერი საქართველოს” კიდევ ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს.

როგორც ჯაფარიძე წერს, გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას უკავშირდება.

ჯაფარიძე პროკურატურაში მისვლაზე უარს ამბობს და მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვას ითხოვს:

“თბილისის პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი მარტა ყიყინაშვილი. მოწმის სახით სურთ ჩემთან გასაუბრება.

პირველ რიგში, მათ მიერ გამოგზავნილ წერილში არ არის მითითებული, თუ რომელი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სურთ ჩემი მოწმის სახით გამოკითხვა.  ეს ყველაფერი მხოლოდ  ჩემი ადვოკატის განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად დაზუსტდა.
რა თქმა უნდა, აღნიშნული გამოკითხვა უკავშირდება ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას.
შესაბამისად ვსარგებლობ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლით მონიჭებული უფლებით და მზად ვარ  ადვოკატთან ერთად ჩვენების მისაცემად, პროკურატურის ნაცვლად  გამოვცხადდე მაგისტრატ მოსამართლესთან.” წერს ჯაფარიძე

ცნობისთვის, პარლამენტის “საგამოძიებო კომისიამ”, “გამოუცხადებლობის გამო”, ბადრი ჯაფარიძის საქმე პროკურატურაში 26 მარტს გაგზავნა.

შეგახსენებთ, ე.წ. მაგნატის საქმეზე ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უარი თქვეს კომისიასთან თანამშრომლობაზე. ისინი არ აღიარებენ პარლამენტში შექმნილ “საგამოძიებო კომისიას”.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე. მამუკა ხაზარაძეს ამ საქმეზე დღეს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურამ გამოძიება ხაზარაძის წინააღმდეგ 26 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც ის პარლამენტის მიერ შექმნილი “წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიაში”  დაკითხვაზე არ გამოცხადდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება…“ – ნახეთ, ექიმის გაფრთხილება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • რატომ გამოცხადდა “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge