Monday, July 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ რაც ჩაიდინა, არის სამარცხვინო“ – რას ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი?

April 1, 2025
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „დაგაზა“ რამდენიმე აქტივისტი, რომ 31 მარტის ერთსულოვანი სულისკვეთება ჩაშალოს“ – ჩერგოლეიშვილი

„ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„არსებობს ასეთი ძალიან კარგი ლეგენდა კიბოს, ქარიყლაპიასა და გედის შესახებ, რომლის სიბრძნე, მორალი იმაშია, რომ შენ ტვირთი შეგიძლია წინ წაიღო მხოლოდ მაშინ, თუ ერთი მიმართულებით მიგაქვს. აქამდე პოლიტიკური სპექტრი დადიოდა მოჯადოებულ წრეზე და ცდილობდა შეთანხმების მიღწევას იქ, სადაც ვერ თანხმდება. არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ პირველ რიგში საკუთარ თავთან მარცხდებოდა. შეიძლება, ეს ვიღაცას ნაკლებად ამბიციურად მოეჩვენოს, რადგან მიჩვეულები არიან ამ პოლიტიკური სპექტრისგან ტყუილ, გაბუქებულ დაპირებებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის ერთადერთი ოპტიმალური, სწორი გზა. ეს გზა არ უზღუდავს არავის, თუ რაღაც ჯადოსნური გეგმები აქვთ და სხვა გზები, ამ გზებით იარონ. უბრალოდ, ჩვენი კოორდინაციის ნაწილი ეს ვერ იქნება და თავისთვის იყვნენ. ის, რაც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, არის სამარცხვინო, მაგრამ ესეც არ არის ახალი, რადგან 13 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი. შესაბამისად, იმის გამო, რომ აქ ცენტრში არის პროტესტი, ხალხი და ხალხის ინტერესი, აქედან გამომდინარე, სააკაშვილი ცდილობს, რომ ამ პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს. სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა ის, რაზეც ვიყავით შეთანხმებულები. არაადეკვატური მოლოდინები გააჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ უსაქციელობამ და მათი პოლიტიკოსების არასწორმა განცხადებებმა, ამიტომ სალომე ზურაბიშვილს გუშინ ვერაფერს ვუსაყვედურებდი“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge