გორში, მდინარე ლიახვზე გადასასვლელ ხიდთან ხალხმრავლობა იყო, სადაც სამაშველო ოპერაციის შედეგად შუახნის მამაკაცი გადაარჩინეს, ის ხიდის ჯებირზე გადავიდა და ბურჯის საყრდენზე იყო ხელით დაკიდებული.
ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფები, ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფი და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდარზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.