Monday, July 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“1991 წლის 31 მარტს ქართველმა ამომრჩეველმა დაიბრუნა საკუთარი ქვეყანა… დღესაც შემართებით უარს ეუბნებით უცხო რეჟიმის გაბატონებას”- ზურაბიშვილი

March 31, 2025
“1991 წლის 31 მარტს ქართველმა ამომრჩეველმა დაიბრუნა საკუთარი ქვეყანა… დღესაც შემართებით უარს ეუბნებით უცხო რეჟიმის გაბატონებას”- ზურაბიშვილი

“შვიდობიან ჯარი დგას რუსთაველზე და ჩვენი ქალაქების ქუჩებში, დგას და წინააღმდეგობას უწევს უსამართლობას, ძალადობას, დამონებას, დაპყრობას. თქვენ აქ მდგომი ზამთრის სიცივეში, წყლის ჭავლის ქვეშ უსახო მოძალადეების წინაშე კვლავ იგივე შემართებით უარს ეუბნებით უცხო ქვეყნის, უცხო რეჟიმის გაბატონებას”- ასე მიმართა აქციაზე მისულმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს.

“მოგესალმებით ყველას ამ სიმბოლურ დღეს. ზუსტად 34 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე, დამოუკიდებელ, ქართულ სახელმწიფოს. 1991 წლის 31 მარტს ქართველი ამომრჩეველმა დაიბრუნა საკუთარი ქვეყანა, ხმა მისცა დამოუკიდებლობას, ხმა მისცა რუსეთის ოკუპაციის სამუდამოდ დასრულებას. დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვება 70 წლის საბჭოთა და რუსული მონობის შემდეგ არც ადვილი იყო და არც ადვილად სარწმუნო საზოგადოებისთვის.

მაშინაც უნდობლობა, უიმედობა, ორპირობა, კონფორმიზმი და საკუთარი ინტერესები აბრკოლებდა გათავისუფლების გზას და ბუნდოვანს ხდიდა გამარჯვების გზას. მაგრამ მაშინაც იყვნენ საქართველოს მომავლისა და თავისუფლების გარდაუვლობაში დარწმუნებული მებრძოლები და მათ შეძლეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. ეს შეძლეს მშვიდობიანად, რთული ნაბიჯი გადადგეს. გამბედაობით და რწმენით. ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ასეთი უმრავლესობით, ასეთი ერთიანობით გაიმარჯვებდა, რომ საქართველო ამით საკუთარ ნებას გამოხატავდა. ალბათ მაშინაც იყვნენ ურწმუნოები, ვინც ამბობდა, რომ რუსეთი არასოდეს დათმობს, რეჟიმი არასდროს დათმობს და მაინც დაათმობინეს. ეს გამარჯვება მარტივი არ ყოფილა…

დღესაც ეს მშვიდობიან ჯარი დგას რუსთაველზე და ჩვენი ქალაქების ქუჩებში, დგას და წინააღმდეგობას უწევს უსამართლობას, ძალადობას, დამონებას, დაპყრობას. თქვენ აქ მდგომი ზამთრის სიცივეში, წყლის ჭავლის ქვეშ უსახო მოძალადეების წინაშე კვლავ იგივე შემართებით უარს ეუბნებით უცხო ქვეყნის, უცხო რეჟიმის გაბატონებას. თქვენთან ერთად დგას საქართველო, დგანან ჩვენი ისტორიის ყველა დროის გმირები, 31 მარტის მოთავეები – ზვიადი და მერაბი და გვესმის მათი ძახილი – მათი სიტყვები: “მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც”.

გაგვაფრთხილეს და თქვენ განაგრძობთ ამ ბრძოლას, რომელიც არასოდეს შეგვიწყვეტია, ხან დამოუკიდებლობისთვის, ხან თავისუფლებისთვის და ყოველთვის სამართლიანობისთვის. უკვე 124 დღეა, აქ დგახართ და ითხოვთ იმის დაბრუნებას, რაც ხალხის ნებით, კანონით და კონსტიტუციით გვეკუთვნის – ჩვენი ურყევი არჩევანი – დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი”– მიმართა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება…“ – ნახეთ, ექიმის გაფრთხილება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • რატომ გამოცხადდა “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge