თორნიკე ართქმელაძე საპარლამენტო ინიციატივას ეხმიანება, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია.
“ამასობაში, პარტიების აკრძალვის კანონპროექტი შემოიტანეს. სამართლებრივად ამაზე ვერაფერს ვიტყვი, სრული სიგიჟე. ფორმულირება იმდენად ბუნდოვანია, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას აკრძალავენ. რა თქმა უნდა, არც საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობა გაუწევს წინააღმდეგობას.
კომპლექტში მოჰყვება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც საარჩევნო პერიოდში პარტიებს 14 დღეში აკრძალავენ.
მაშ ასე, დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან 34-ე წლის თავზე ვუბრუნდებით ერთპარტიულ მმართველობას, სადაც განსხვავებულად ფიქრიც კი დაუშვებელი ხდება”- წერს თორნიკე ართქმელაძე.
ცნობისთვის, მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.