ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვიკი სოციაკურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის დაკითხვას გამოეხმაურა.
“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, ემზარ კვიციანი არის ადამიანი რომელიც სისტემატიურად აზიანებდა დენის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს და აშანტაჟებდა ხელისუფლებას.
შემდეგ მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში, მოგვიანებით კი საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში.
მიკვირს რატომ აცდენთ დროს ასეთ უმნიშვნელო პიროვნებებზე, სჯობს პირდაპირ დაკითხოთ “ეფ ეს ბეს” თავმჯდომარე და მედვედევი, რომლებმაც ბევრად მეტი იციან იმდროინდელ ვითარებაზე”- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიამ აღნიშნულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, ყოფილ პარლამენტარს, ემზარ კვიციანს მოუსმინა.
ემზარ კვიციანის თქით, “სამხედროც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე”.
ემზარ კვიციანის თქით, “სამხედროც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე”.