პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ოჯახმა 2024 წელს 15.28 მლნ გრივნა (368 750 დოლარი) გამოიმუშავა. ამის შესახებ სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის 2024 წლის დეკლარაციაში წერია, რომელიც ზელესკიმ გამოაქვეყნა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. დეკლარაცია კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი.
კერძოდ, პრეზიდენტის ხელფასი 336.000 გრივნას (8 103 დოლარს) შეადგენდა, ასევე, 8.5 მლნ გრივნაზე (205 200 დოლარზე) მეტი სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 6.7 მლნ გრივნა (161 716 დოლარი) საბანკო პროცენტიდან და საკუთარი უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალია.