დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იმართება.
კომისიამ აღნიშნულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, ყოფილ პარლამენტარს, ემზარ კვიციანს მოუსმინა.
ემზარ კვიციანის თქით, “სამხედროც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე”.
“სამხედროც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე, მეც და ნებისმიერი სხვაც, ვისაც დანაშაული მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. აი, მაშინ იქნება სამართლიანობა, მერე რა, რომ “პაგონები“ აქვს, მერე რა, რომ ჯარისკაცია. თქვენს ამ ფორმატს ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი თხოვნაა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი მოსახლეობა გიყურებთ და შემოგციცინებთ თვალებში.” – განაცხადა კვიციანმა.