ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კომისია გაარკვევს “მიატოვეს და ვერ მოასწრეს მოსახლეობის გაფრთხილება თუ მიზანმიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი მოქმედებების არეალში”.
“მათ გაწირეს მშვიდობიანი მოქალაქეები და მიტოვეს […]. რატომ გახადეს რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად, რატომ არ იყო არავითარი გეგმა? რატომ აქციე ჯარი და ჯარისკაცები საზარბაზნე ხორცად – ამას ვეკითხებით მაშინდელ პოლიტიკოსებს.
ასევე, ვსვამთ კითხვას, რატომ არ დაბრუნდა თავის ოჯახთან და შვილებთან გიორგი ანწუხელიძე, რატომ ჩავარდა ის ტყვედ. ეს იყო გარდაუვალი თუ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება?” — თქვა თეა წულუკიანმა.