ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ წონიარისში ავტომანქანა საავტომობილო გზიდან მდინარეში გადავარდა. – ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანი ავტომობილიდან გამოიყვანეს, ერთი პირი კი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ კვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილას ამ წუთებშიც მაშველები მუშაობენ.