საქართველოს ექს- პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პენიტენციური დაწესებულებიდან ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებულ IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგებს “ფეისბუქის” გვერდზე ეხმაურება და მოქალაქეებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს.
“თბილისი! ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
IPSOS -ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 38, 6 % აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33 %-ით.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმები ასე ნაწილდება:
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7,6 %,
„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ – 4,8 %,
„ლელო“ – 4 %,
“ხალხისთვის” – 2%,
“გირჩი” – 1,6%,
“მოქალაქეები” – 1,1%,
„ევროპული საქართველო“ – 1 %,
“ლეიბორისტული პარტია” – 1,0%,
“პატრიოტთა ალიანსი” – 0,9%,
“მესამე ძალა” – 0,8%.
https://mix.metronome.ge/21978-2/