ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი იტყობინება, რომ მისი სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება. ირკვევა, რომ დავით ქაცარავს სახელით, ჰოლანდიური ნომრიდან მოქალაქეებს შეტყობინებებს უგზავნიან, ხალხს წერენ, რომ თითქოს “ვეტერანები გაერთიანებას და ახალი საქართველოს შექმნას აპიებენ”.
თავად ქაცარავა ფაქტს აქტივისტების განეიტრალების მცდელობად აფასებს.
ეს არის უნიჭო მცდელობა შეიკეროს საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კუთხით – წერს დავით ქაცარავა.
დღეს გამომიგზავნეს watsup ჩათის სქრინები, სადაც ე.წ. “ჰოლანდიური” ანონიმური ნომრიდან ჩემი სახელით მოხდა კომუნიკაცია ჩემთვის უცნობ ადამიანთან, რომელსაც “ჰოლანდიელი ორეული” უყვებოდა და აცნობდა გეგმას, რომ “ვეტერნები” ვაპირებთ “გაერთიანებას” და “ახალი საქართველოს” შექმნას.
ამ გზავნილების ადრესატისთვის ძალიან უცხო გამოდგა ეს მესიჯები და კომუნიკაციაში არ შესულა.
სქრინები შეგიძლიათ ნახოთ.
ეს არის უნიჭო მცდელობა შეიკეროს საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კუთხით.
დიდი ალბათობით, მალე ვიხილავთ ამ უნიჭო და გაუნათლებელი ხიხოების მორიგ “შედევრს”, რომლითაც ქოცები შეეცდებიან ჩემი და სხვა აქტივისტების განეიტრალებას.
უბრალოდ შეხსენებისთვის:
დრონი მეფობენ ქოცებო, დრონი”.- წერს ქაცარავა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა აღნიშნულის შესახებ “პირველებთანაც”საუბრა. ქაცარავა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, გამოიძონ, თუ ვინ ცდილობს მის “გაშავებას”.
“მოვუწოდებ თუ, რა თქმა უნდა, ამით დაინტერესდება ძალოვანი სტრუქტურები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად მათ მიერ არის ინიციირებული ეს ინიციატივა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მოვუწოდებ მათ გამოიძიონ ეს საქმე და გამოიძიონ ვინ, საიდან და როდის შეიძინა ეს ნომერი და ვინ ცდილობდა ამ ნომრიდან დაერწმუნებინა, ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობი ადამიანი, რომ მე დავით ქაცარავა ვამზადებ სახელმწიფო გადატრიალებას”, – ამბობს დავით ქაცარავა