მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა გენერალ, მამუკა ყურაშვილის მიმართ თეა წულუკიანის დამოკიდებულებას პირად გვერდზე ეხმაურება და კომისიის თავმჯდომარეს “სუსტ და გაკოტრებულ არსებას” უწოდებს:
“და აი ამ სიტყვებით იგი შევიდა ისტორიაში …. ტონს ნუ აუწევთ, მუნდირს პატივი ეცით’ — სუსტი და გაკოტრებული არსების ბოლო ამონთქმაა!
გენერალს ვერ გააჩუმებ თეა !
ისე კი ძალიან ბანძი შოუ იყო ყველაფერს აკეთებენ რომ ხალხმა ყურადღება სხვაგან გადაიტანოს ეს არის რუსული სპეცსამსახურების მეთოდები და ბონუსად მიშაზე დარტყმა
ვინ ჭამს ამას როდესაც მეგობარი აქტი წინ მიიწევს”- წერს ია ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის გენერლების წინააღმდეგ – თეა წულუკიანმა ე.წ. საგამოძებო კომისიის სხდომაზე მამუკა ყურაშვილს სიტყვა გააწყვეტინა და სამხედრო მუნდირში შემოსილ მებრძოლს შენიშვნები მისცა.
წყარო