“თბილისის (დიდუბის) მატარებლის გაჩერება – ქაოსი რეალურ ცხოვრებაში!
გატეხილი შუშები, ნაგავი, უსიამოვნო სუნი და განუკითხაობა… ეს არ არის აპოკალიფსური ფილმის სცენა – ეს ჩვენი რეალობაა!
ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ასე უნდა გამოიყურებოდეს ის?
მოდი, ვიფიქროთ სხვაგვარად! ნუ გადავყრით ნაგავს იქ, სადაც ვდგავართ!
ვეცადოთ, საზოგადოებრივი ადგილები შევინარჩუნოთ სუფთად!
კულტურა ჩვენით იწყება!
ალბათ, 5 წელი ხელი არ არის ამ ადგილზე შევლებული” – წერს მოქალაქე საბა ჯოჯუა ფეისბუქ-ჯგუფში “ქალაქის პრობლემები” და ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეო იხილეთ აქ.