გრიგოლ ვაშაძე თანამშრომლობს “ქართულ ოცნებასთან“ – ნიკა მელია რეალურად მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა “ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას, თავის გათავისუფლებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე, – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსში“ განაცხადა.
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სთავაზობდა ხელისუფლებას, რომ “პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვი“.
“შარლ მიშელის პროცესიდან მოყოლებული, თუ კიდევ უფრო ადრე, გრიგოლ ვაშაძე თანამშრომლობს “ქართულ ოცნებასთან“. ის რასაც ნიკა მელია ვერ ამბობს, მე ვთქვი, მე პრობლემა არ მაქვს ადამიანებს პირდაპირ ვუთხრა. ნიკა მელია რეალურად მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა “ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას, თავის გათავისუფლებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე.