პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 2 მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტი თაკო კურატაშვილი იყო, რომელსაც ხელში ბანერი ეჭირა, წარწერით “ანწუხელიძე უკვდავია”.
შემთხვევა 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა, მაშინ როცა აქციის მონაწილეები ტროტუარზე იდგნენ და ბანერის გაშლას ცდილობდნენ, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა, რის შემდეგაც ისინი “დაუმორჩილებლობის გამო” დააკავეს.