2020 წლის 30 სექტემბერს, ირაკლი ბებუამ აფხაზეთის დე ფაქტი რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს“, გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშა ჩამოხია და მისი დაწვა სცადა.
ამის გამო მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ცოტა ხნით წინ, „ეხო კავკაზამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბებუა 2025 წლის 30 მარტს გათავისუფლდება.
ამასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერტ კიუტმა.
„ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ეს ფაქტი ალბათ ყველამ იცის. მან სახელმწიფო დროშა დაწვა, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა 9 წლის ვადით. ჯამში მას 4 წელი და 6 თვე მოუწია. 30 მარტს იწურება მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ნაადრევად გაშვებას. ეს ყველაფერი ხდება იმ მუხლის და იმ ვადების შესაბამისად, რაც მას სასამართლომ დაუნიშნა.“
როგორც ადრე „ეხო კავკაზა“ წერდა, აფხაზეთში კოლონიები არ არის, მხოლოდ წინასწარი დაკავების დაწესებულებებია. ამის გამო თავისუფლების აღკვეთის ერთი წელი ორ წლად ითვლება.