ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომას ეხმიანება, სადაც განხილვის მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი იყო.
“ჯალათეა!!!
ყველაზე მანიაკი წულუკიანია ბიძინას კარზე 

ყველაზე უსისხლოდ ასრულებს ყველა ბრძანებას!

ჯერ ბოლომდე არ გამოუჩენია კიდევ სახე. მართლა ჯალათია!
იმიტომაც ჩააბარა ეს საბჭოთა ტროიკის კლონი კომისია, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი ღალატი გააფორმებინოს, ომში დაადანაშაულოს საკუთარი ქვეყანა, ლაფში ამოასვრევინოს და დააჭერინოს ყველა ოპონენტი. მაგ ჯალათთან დაკითხვაზე მისვლა კი ისეთი სიგიჟეა, რა ვიცი რა!”- წერს ინგა გრიგოლია.
ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ მორიგი სხდომა გაიმართა. განხილვის მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი იყო.