Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„შტერი უნდა იყო, ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო, ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია“ – ზაზა გოგავა

March 27, 2025
„შტერი უნდა იყო, ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო, ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია“ – ზაზა გოგავა

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ მორიგი სხდომა გაიმართა.

განხილვის მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი იყო.

კომისიამ აღნიშნული ომის მონაწილეს, გენერალ ზაზა გოგავას მოუსმინა.

„მე შევთავაზე ოპერაციაში ცვლილება, ანუ თამაში წამოგვეწყო, დაწოლა მოგვეხდინა ცხინვალის მისადგომებთან. ამას ბევრი სამხედრო უყურებს და შტერი უნდა იყო, რომ ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო, არაფერში არ გჭირდება. ამის მიზანი იყო ეს, მეტი არაფერი, რომ ის სასიცოცხლო გზა რაღაც დროით ყოფილიყო თავისუფალი, რაც გამოგვივიდა.

ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია, მანევრული თავდაცვა ჰქვია ამას – სხვანაირად ამ ოპერაციას ვერ გააკეთებ. ღობესთან თუ მიხვალ, კისერს გადაყოფ და იქით გადაიხედავ… რომ გამოვლენ სამხედრო ექსპერტები, მინდა მივმართო ყველას, შეიძლებოდა იქ გვირაბის ამოკეტვა თურმე და მერე მავნებლები იქიდან არ შემოვიდოდნენ, როცა მსახურობდნენ ჩემამდე შეიარაღებულ ძალებში, მაშინ გაკეთებინათ. ეგ იყო ილუზია. ამ ილუზიებმა ბევრი რამ მანამდე წაახდინა იქ, სანამ ეს ყველაფერი მტერმა მოიფიქრა, დაგეგმა და განახორციელა.

[…] ყველა ხეობიდან, რაც კი სოფლებია, ყველა გამოვიდა. ეს იყო ის ძალისხმევა, რაც შეიარაღებულმა ძალებმა გაწია. მათ შორის ქურთადან. ერთი გადმოსავლელი აქვთ ლიახვზე. მეორემ მხარემ 3 დღით ადრე გააკეთა ეს [მოსახლეობის ევაკუაცია]… ეს არის პროვოკაციაზე წაყოლა პირდაპირ. ამას ჰქვია ომისთვის მზადება, მეტი არაფერი. არანაირი ნაბიჯი არ გადადგი იმისთვის, რომ პოზიცია შეგერბილებინა. არ დატოვე არანაირი სასაუბრო პოლიტიკოსების მხრიდან, საერთაშორისო მხრიდან… წავიდნენ ისინი ევაკუაციაზე, წავედით ჩვენ ევაკუაციაზე … [ეს რომ გამეკეთებინა] აქ არ ვიჯდებოდი ახლა, ჰააგაში დიდი ხნის გასამართლებული ვიქნებოდი.

ცეცხლის გახსნის დავალება 23:45-ზე მივიღე. ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია“,- განაცხადა ზაზა გოგავამ.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „გენერლებმა – გოგავამ და ყურაშვილმა – დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა“.

პარტიის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტი;ება სწორედ კომისიის მიერ გამოკითხვის ამბავს უკავშირდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას – განახლებული პროგნოზი
  • “ვხედავ, მტკვარში 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ…”- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge