კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მედიას შეხვდა.
მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შესახებ.
ხაზარაძემ განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია სასამართლოდან, რომლის მიხედვითაც, დღეს სასამართლო სხდომა ჩაინიშნა.
კითხვაზე – ელოდება თუ არა დაკავებას? –
პოლიტიკოსმა უპასუხა – „მივდივარ სასამართლოზე, არც ბილეთი მაქვს აღებული, არც ვცდილობ ვინმეს რაიმე შევეხვეწო“.
„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ექვემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო, მზად ვართ მისივე სასამართლოში, ნებისმიერი ბრალდება, რომელიც შეიძლება არსებობდეს – მოგონილი, ტყუილი, დოკუმენტირებული მზად ვართ სასამართლოს წინაშე არგუმენტირებულად გავარჩიოთ. არ ვამბობთ. რომ არ მოვდივართ და პასუხებს არ გავცემთ, ჩვენ ყველა კითხვას აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში. მე პატივს ვცემ საზოგადოებას, ჩემსა და ბადრი ჯაფარიძის განვლილ ცხოვრებას, არაფერია დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი. თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება, ნარატივსო რომლის კულტივაციასაც ახდენენ, რომ ჩვენი ბიზნესი ყოფილა ბინების წართმევა და სხვისი ბიზნესების წართმევა, მასზე ხელის მოთბობა. ვერ ნახავთ ვერცერთ მაგალითს, სადაც ჩვენ სხვისი დაწყებული ბიზნესი დავიტოვეთ და მასზე რაღაც ბიზნესი დავაშენეთ, ისე როგორც ვინმეს ქონება“,- განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ, ხაზარაძის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, გამოძიება დაიწყო.
ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას გაეცანით ბმულზე.