Thursday, July 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“12 წლის წინ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა არასწორმა დიაგნოზმა და მკურნალობამ”- რას ამბობს ქალი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება

March 26, 2025
“12 წლის წინ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა არასწორმა დიაგნოზმა და მკურნალობამ”- რას ამბობს ქალი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება

თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს მედეა იობაშვილი ეხმარება. ის საზოგადოებამ მარიამის ვიდეოების გავრცელების შემდეგ უკეთ გაიცნო, უმეტესობას კი ექიმიც ეგონა.

საკუთარი საქმიანობის შესახებ მედეა იობაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ერთი რამ, რაც ძალიან მაწუხებს, არის ის, რომ მთელმა საქართველომ გამიცნო როგორც ექიმი. მე კი კოორდინატორი-თარჯიმანი ვარ მრავალ წარმატებული ექიმისთვის. დიახ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ როცა ჩემს ქართველებს ასე აფასებენ და მათთვის ბევრ შეღავათს აკეთებენ, რაც არ უნდა დამღლელი იყოს, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ.

ძალიან ბევრ ბავშვს გაუვლია ჩემს ხელში და მათ ყოველთვის ვახსოვარ როგორც ექიმი. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ყველა პროცედურის დროს მათ გვერდით ვარ – საოპერაციოში, გამოსაღვიძებელ ოთახში და რეანიმაციაშიც კი.

მუდამ ვცდილობ, რომ მათ ნაკლები სტრესი და ტრავმა მიიღონ, არ შეშინდნენ და იცოდნენ, რომ ნემსს ვერავინ გაუკეთებს, სანამ არ დააძინებენ. მაბედნიერებს ის, რომ თუნდაც მცირედით ვუმსუბუქებ მათ მდგომარეობას ამ უცხო მიწაზე, მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში. მე მიყვარს ჩემი საქმე და ის, რასაც ვაკეთებ. როდესაც მეკითხებიან ექიმზე, ყოველთვის ვურჩევ ისე, როგორც ჩემი ოჯახის წევრისთვის შევარჩევდი. ხშირად
ვეუბნები ექიმებს: „ვიცი, რომ პაციენტები არ გჭირდებათ, მაგრამ ხალხს თქვენ
სჭირდებით“.

12 წლის წინ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა არასწორმა დიაგნოზმა და მკურნალობამ. მაშინ ასეთი შანსები არ მქონდა…ჩემო დედიკო, ვიცი, რომ შენი სული ხარობს იმით, რაც შენთვის ვერ შევძელი, მაგრამ დღეს ჩემს ქართველებს ვუკეთებ“, – წერს მედეა იობაშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინ არის სამი სენატორი, რომელმაც “მეგობარი აქტის” მიღებას ვეტო დაადო
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge