დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართა.
საკითხი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხებოდა.
აღნიშნულს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე გამოეხმაურა.
„სულ რომ სამუდამო პატიმრობა მომისაჯოს რეჟიმმა,როგორ ვაკადრებ თავს,წულუკიანის დაბარებულზე სადმე მივიდე ,იმან კითხვა დამისვას და ვპასუხობდე😡“, – წერს ხერხეულიძე.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანი ზემოაღნიშნული კომისიის თავმჯდომარეა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე პაატა დავითაია, გრიგოლ ვაშაძე და მიხეილ ქარელი მივიდნენ.