Sunday, September 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამისთანა სისულელე არასდროს გამიგია” – გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანს მიმართავს

March 26, 2025
“ამისთანა სისულელე არასდროს გამიგია” – გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანს მიმართავს

“ამისთანა სისულელე არ გამიგია არც პრეზიდენტისგან, არც ადმინისტრაციის სხვა წევრისგან,” – ასე უპასუხა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

თავის მხრივ, როგორც წულუკიანმა კითხვის დასმის დროს აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, „როგორც ჩანს, ყველაფერში იყო ჩართული პრეზიდენტის მიერ“.

„სანამ თქვენ შემობრძანდებოდით, მოვუსმინეთ 2004-2007 წლებში შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს. მან თქვა, რომ სააკაშვილი მის კაბინეტშიც, როდესაც შეხვედრები იმართებოდა, ამბობდა, რომ ორ დიდ სახელმწიფოსთან არის შეთანხმებული ის, რომ ჩვენ ცხინვალი ძალისმიერი მეთოდით დავიბრუნოთ. მან სააკაშვილის ციტატა მოიყვანა, რომ „ამერიკელები მიხედავენ რუსებს“. ყველას მინდა შევახსენო, რომ ის იმავდროულად მთავარსარდალიც იყო. თქვენ დავითაიას კომისიის წინაშე ბრძანეთ, რომ მე ყველაფერში ვიყავი ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მინისტრის მოადგილე იყავით. მანამდეც იყავით მინისტრის მოადგილე და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ყველაფერში იყავით ჩართული პრეზიდენტის მიერ. თქვენთანაც ხომ არ აქვს ეს ნათქვამი და რას გულისხმობს ის, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს? რომ მე ავიყვან ჩემს ჯარს და შევიყვან ცხინვალში?“, – აღნიშნა წულუკიანმა.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის „თავს იკავებს იმ სიტყვების გამოყენებისგან, რისი გამოყენებას სურს“.

„ამ კომისიას ვცემ პატივს, ამიტომ არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რა სიტყვებიც გამოყენებაც მინდა. ამისთანა სისულელე არ გამიგია არც პრეზიდენტისგან, არც ადმინისტრაციის სხვა წევრისგან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • ისრაელის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge