Monday, February 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ივანიშვილის რუსულმა კომისიამ ჭიაბერაშვილი დაიბარა… ის უარს აცხადებს თანამშრომლობაზე” ბოკუჩავა

March 25, 2025
“ივანიშვილის რუსულმა კომისიამ ჭიაბერაშვილი დაიბარა… ის უარს აცხადებს თანამშრომლობაზე” ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიამ ზურაბ ჭიაბერაშვილი დაიბარა.

ბოკუჩავას თქმით, ჭიაბერაშვილი რუსულ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

“ივანიშვილის რუსულმა კომისიამ პირველი პოლიტიკოსი ცხადია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დაიბარა – ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელთან მუშაობის პატივი ჯერ კიდევ 2010 წელს ჟენევაში მქონდა. ჩვენ ერთად ვმუშაობდით გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზურა ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი, საქმისა და სამშობლოსადმი თავდადებული ადამიანია, ვისაც ოდესმე საჯარო სამსახურსა და პოლიტიკაში შევხვედრივარ.

ზურა ჯერ კიდევ 2013 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივით. დღესაც იგივე საფრთხის წინაშეა, რადგან სხვა პოლიტიკური ლიდერების მსგავსად, უარს აცხადებს რუსულ კომისიასთან თანამშრომლობაზე. ასე რომ, როცა საზოგადოების კონსოლიდაციაზე ვსაუბრობთ, როგორც მინიმუმ, სოლიდარობა არ უნდა იყოს ცალმხრივი და/ან სელექციური.

ამასთანავე, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან არ მიყვარს ნახევრად სიმართლე. დიახ, ამ კომისიის ერთი მიზანი მთავარი თემებიდან, პროტესტიდან, ყურადღების გადატანაა. მაგრამ ამავდროულად, კომისიის მიზანი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობაც რომ არის, ამის თქმის რატომ გვეშინია?

რატომ გვიჭირს იმის თქმა, რომ კომისიას სურს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ყველაზე წარმატებული წლების, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლების რევიზირება და სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის დამაქცევრად წარმოჩენა და დამახინჯებული, რუსული პროპაგანდისტული ვერსიის ქართველ ხალხისთვის მიყიდვა?

სანამ პარტიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობას ვარჩევთ სრული სიმართლის თქმას და ნახევრად სიმართლით შემოვიფარგლებით, ყოველთვის მოიგებს ბიძინა, რადგან მეორე ნახევარს მუდმივად რუსულ-ქოცური პროპაგანდა შეავსებს. ვისურვებდი, რომ ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ კარგად გაითავისოს. დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას!” – წერს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ შექმნილი “წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიაში”  “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც დაიბარეს. “საგამოძიებო კომისია” “გამოუცხადებლობის გამო”, მამუკა ხაზარაძის საქმეს ოლიგარქის პროკურატურაში გაგზავნის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა უნდა გააკეთოთ სიმსივნის პრევენციისთვის – 6 საყურადღებო რჩევა ექიმისგან
  • ინდოეთში “ნიპას” ვირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
  • 2 კვირაში ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება – დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge