Sunday, May 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

დღეს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

October 2, 2021
დღეს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნა – მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად ზუსტად 12 საათი აქვთ.

მოქალაქეები ირჩევენ მერებს დედაქალაქსა და 63 მუნიციპალიტეტში. ასევე, მაჟორიტარების არჩევითა და პარტიებისთვის ხმის მიცემით, ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს შემადგენლობას დააკომპლექტებენ.

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), გახსნილია 3 664 საარჩევნო უბანი, პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილია ცხრა და მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 70 სპეციალური ე.წ. კოვიდუბანი, სადაც იზოლაციასა და კარანტინში მყოფ პირებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა შეეძლებათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 64 მუნიციპალიტეტში ჯამში მერობის 239 კანდიდატია რეგისტრირებული. ხუთ თვითმმართველ ქალაქში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი – მერობისთვის 40 კანდიდატი იბრძვის, აქედან მხოლოდ დედაქალაქში – 16, დანარჩენ ოთხ თვითმმართველ ქალაქში – 24, თვითმმართველ თემებში კი, 199 მერობის კანდიდატია რეგისტრირებული.

რაც შეეხება წარმომადგენლობით ორგანოებს, საკრებულოებს – მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოში მოსახვედრად, სხვადასხვა პარტიისა თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული 2 771 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებში 43 საარჩევნო სუბიექტი მონაწილებს.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥იყავით ფრთხილად! – ბათუმში ქარიშხალი დაიწყო
  • “ყვე­ლა­ფე­რი ყალ­ბი იყო… ეს გოგონა “ოც­ნე­ბის” ან­ტი­და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ია­რა­ღად იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ევ­რო­პის სცე­ნა­ზე”- რას წერს რომან გოცირიძე “ევროვიზიაზე”?
  • “გულში დაარტყეს დანა, მამაკაცი სასწრაფომ წაიყვანა”- რა მოხდა ხაშურში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge