გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 მარტს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქსანი, მუხრანი, აღაიანი. 13:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ საგურამოში.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, 11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, პეტრიანი, ციხევდავი, ზემო შუახევი, ბუჩუნტლიანი, ციხისუბანი, ქისიაანი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 16:00 საათამდე დენი გაეთიშება მომხმარებლების ნაწილს დაბა სტეფანწმინდაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.