მომღერალმა მარიამ შენგელიამ, რომელიც ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენელი იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნულ კონკურსზე შესასრულებელი სიმღერის შესახებ ისაუბრა.
„სიმღერაში ქართული ელემენტებია, და ეს იყო პრიორიტეტული წლევანდელი ევროვიზიისთვის. სიმღერის მესიჯი, რა თქმა უნდა, ცხადია — მშვიდობა. Freedom ჰქვია სიმღერას და ნათელია, რომ ეს არის ძალიან დიდი მესიჯი. ყველაზე მნიშვნელოვანი“, – თქვა მარიამ შენგელიამ.
