“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხმაურება და FARA-ს კანონთან დაკავშირებით წერს:
“დათბა დღეს…
ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა – “FARA”-ც რუსული კანონიაო…

ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?! 



არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა! 

” – დაწერა მდინარაძემ.



შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ “ქართულ ოცნებას” ამერიკული ფარათი სურს ე.წ. “რუსული კანონის” გადაფუთვა.