შალვა პაპუაშვილი ევროპელ დიპლომატებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს აკეთებს.
პაპუაშვილის თქმით, მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში რადიკალიზმის ორგანიზატორები არიან და ევროპელმა დიპლომატებმა თავად უნდა დაფარონ იმ ზიანის ნაწილი, რაც რადიკალთა მოქმედებების შედეგად, საქართველოს პარლამენტს მიადგა.
„ვვარაუდობთ, რომ ნახევარ მილიონ ლარამდეა ზიანი რაც მოგვადგა, ამიტომ, მე მინდა მივმართო იმ ევროპელ დიპლომატებს რომლებიც მშვიდობიან აქციას ეძახდნენ ამას, ამ დღეებში გვესმოდა, რომ ფული უნდა გამოვყოთო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ამ რადიკალიზმის ორგანიზატორები იყვნენ და ხომ არ იფიქრებდნენ, რომ ამ თანხიდან ნაწილი მაინც აიღონ და დაფარონ ის ზიანი , რომელიც მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების გამო მიადგა საქართველოს პარლამენტს“, – ამბობს პაპუაშვილი.