გუშინ ცნობილი გახდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების ყველა მეტოქე.
2026 წლის აშშ-კანადა-მექსიკის მუნდიალზე გასვლისთვის საქართველოს ესპანეთთან, თურქეთთან და ბულგარეთთან მოუწევს დაპირისპირება.
აღნიშნულ საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველო 4 სექტემბერს, „დინამო არენაზე“, თურქეთთან დაპირისპირებით დაიწყებს.