პირველი ინტერვიუ ე.წ.კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის დედასთან – “შაბათის ეთერთან” ქალი ამბობს, რომ შოკისმომგვრელი ამბავი 14 მარტს შუაღამეს გაიგო, როდესაც მათ სახლში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელები მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს.
“არა არა, ეს არის დაუჯერებელი. არ მჯერა… შუაღამისას მოვიდნენ პოლიციელები, საკვამური გამოიღეს, რას ეძებდნენ იქ ვერ გავიგე, არ ვიცით, გელას ვეძებთ, რას ქვია არ იციან …
ალბათ ეჭვი ჰქოდნათ იარაღზე რომ გამოყარეს ყველაფერი, ყველგან ჩხრეკა იყო ქვედა და ზედა სართულებზე.
საბოლოოდ არაფერი არ წაიღეს. მარტო ტყვიები წაიღეს და ტელეფონები ჩამიგვართვეს, მეზობელი გვყავდა და იმასაც ჩამოართვეს,დ აათვალეირის, ყველა გაოცებულები ვიყავით”, – ამბობს ქალი.
გელა უძილაურის დედა “შაბათის ეთერთან” ყვება, რომ ბოლოს შვილი მკვლელობის წინა დღეს ნახა. უძილაური ყვარელში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა და მოხუც დედასთან დარჩა. სოფელი კი 13 მარტს საღამოს დატოვა.
“კი იყო ჩამოსული, დედის სანახავად იყო ჩამოსული, დარჩა, რა უნდა ეთქვა არაფერი, ჩვეულებრივ სახლსი საქმეს ვაკეთებდით დედა-შვილი… რა იარაღი წაიღო აქედან, ის გაფორმებული იარაღით დადიოდა სულ…”
ბრალდებულის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი გამოცდილი სპეცრაზმელი იყო, სისტემა 2021 წელს დატოვა და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, თუმცა მკველობასთან მის კავშირს ქალი კატეგორიულად გამორიცხავს.
“შვილო გაოცებული ვარ, მე კი არა ვინც მოდის, ყველა პირდაღებულია… ვალები არივიცი… ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, რაც უკრაინიდან ჩამოვიდა… ეს არის ტყუილი”, -ამბობს უძილაურის დედა.
ცნობისთვის საზარელი მკვლელობა თბილისში 14 მარტს მოხდა. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ქილერმა ლევან ჯანგველაძეს 22 საათსა და 37 წუთზე 14-ჯერ ესროლა. ე.წ. კანონიერი ქურდის ძმას ადგილზე გარდაიცვალა.
17 მარტს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური დააკავა.