ია ფარულავა “მეგობარი აქტის” მხარდამჭერ აქციაზე მივიდა – მსახიობი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ ამერიკაა ის ქვეყანა, რომელიც ქართველ ხალხს ამ მძიმე ჟამს დაეხმარება.
ფარულავა ამბობს, რომ “მეგობარი აქტის” მიღება “ქართული ოცნებისთვის” ძალიან დიდი სიურპრიზი იქნება”.
დაელოდეთ შოუს – ეუბნება ივანიშვილის ხელისუფლებას მსახიობი.
“მადლობა, რომ ზრუნავთ ჩვენზე, ამ მძიმე ჟამს, ვიცით რომ ძალიან დიდი ცვლილელები წავიდა შტატებში, რომ გაგახსენდათ თქვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ტქვენს გვერდით იყო და თქვენს იმედზე იყო, თუმცა ბოლო დროს ეს ხაზი დაირღვა, ახლა ტრამპის მოსვლით მთავრობაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობის გეგმა, ანაკლიის პორტი, აბრეშუმის გზა, ეს ყველაფერი აღდგება იმისათვის, რომ საქართველო გაძლიერდეს.
ბოლო მოვლენებმა ჩვენს ხალხს დაანახა, რომ ჩვენი ერთადერთი გზა არის გზა ამერიკისგან – ამერიკამ უნდა გაგვაძლიეროს და დარწმუნებული ვარ, რომ ტრმაპი, მარკო რუბიო და სხვა მაღალჩინოსნები აუცილებლად მოგვაქცევენ ყურადღებას.
“ქართული ოცნებისთვის” იქნება ეს ძალიან დიდი სიურპრიზი, რადგან სულ სხვანაირ სცენარს ელოდებოდნენ, მაგრამ ასე არ არის ბატონებო, დაელოდეთ შოუს”, – განაცხადა ია ფარულავამ.