საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და სომხეთის ნაკრებს შორის მეორე თამაში ხვალ, 23 მარტს გაიმართება.
მანამდე კი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია გაიმართა. ვილი სანიოლმა დაადასტურა, რომ მიღებული ტრავმის გამო, ხვალ საქართველოს ნაკლებს ლუკა ლოჩოშვილი არ ეყოლება.
სომხეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რის მერეც მწვრთნელი მას მცირე შესვენების საშუალებას მისცემს. ივნისის ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრები მეკარე კი ლუკა გუგეშაშვილი იქნება.
“ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ არ ითამაშებს. კაშიას დაბრუნების მიუხედავად, ტაქტიკური ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია. დაცვაშიც მომავალშიც ისე ვითამაშებთ, როგორც სომხეთში. გარკვეული ცვლილებები იქნება. შანსს სხვებიც მიიღებენ. ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივა გვყავს. კონკურენცია არსებობს და მოტივაციის კუთხით არანაირი გართულება არ გაქვს.
მეკარის პოზიციის მართვა დანარჩენი გუნდისგან განსხვავდება. მამარდაშვილი ისევ ითამაშებს. ივნისში კი დავასვენებთ და გუგეშაშვილი ითამაშებს. ლაცაბიძის მონაცემების ნახვა უშუალოდ მინდოდა. ის თავმდაბალია, ბევრს ისმენს და ბევრს სწავლობს. ხვალ ოფიციალური მატჩია და გამარჯვება გვსურს”. – განაცხადა ვილი სანიოლმა.