საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სომხეთთან მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე კომენტარს აკეთებს:
“ჟორჟს ცოტა ვეჩხუბე, რადგან გოლებში გამასწრო. ჩვენ ძმები ვართ, იმედია ასე გაგრძელდება და საქართველოს ნაკრებისთვის ერთად ბევრ რამეს გავაკეთებთ…
თითოეულ ფეხბურთელს გვიხარია დინამოზე დაბრუნება, რადგან ის ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, აქ არაერთი მოგონება გვაქვს”- განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ,რომ ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრას საქართველოს ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ 23 მარტს, დინამო არენაზე გამართავს.