“დუბაის შოკოლადი” შესაძლოა ობის კვალს შეიცავდეს. ინფორმაციას spiegel-ი ავრცელებს. გამოცემა tiftung Warentest-ის კვლევას ეყრდნობა, რომლებმაც “დუბაის შოკოლადის” 6 სხვადასხვა ფილას ჩაუტარეს ტესტირება.
ფილები, რომლებიც პოზიციონირებულია, როგორც პრემიუმ პროდუქცია, ახლა შოკოლადის სხვადასხვა მწარმოებლებისა და ბრენდებისგან არის ხელმისაწვდომი. ცოტა ხნის წინ, კიოლნის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა – იმისათვის, რომ შოკოლადი “დუბაის შოკოლადად” ჩაითვალოს, საერთოდ არ არის საჭირო, რომ ის ემირატებში იყოს წარმოებული, რითაც გააუქმა სხვა სასამართლოს საპირისპირო გადაწყვეტილება.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, შოკოლადი დუბაიშია წარმოებული თუ სხვაგან, ხშირად ხარისხი საყურადღებოა და მოლოდინს არ შეესაბამება. Stiftung Warentest-ს სურდა გაერკვია, შეესაბამება თუ არა ეს ტენდენცია სიმართლეს. მათ ლაბორატორიაში “დუბაის შოკოლადის” ექვსი სხვადასხვა ფილა გაგზავნეს და შედეგები დიდწილად იმედგამაცრუებელი იყო.
“ტესტირებული ნიმუშებიდან, “დუბაის შოკოლადის” არც ერთი ფილა არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხარისხით, ან გამაოგნებელი გემოვნური თვისებებით, რომლებიც გაამართლებდა მის მაღალ ფასს. პირიქით: ორი ფილა დუბაიდან, საგრძნობლად იყო დაბინძურებული მავნე ნივთიერებებით. დანარჩენ ოთხ ფილაში მავნე ნივთიერებებით დაბინძურება არ გამოვლენილა, თუმცა კულინარიული თვალსაზრისით, რაიმე განსხვავებული გემოვნური თვისებები არ გააჩნიათ.
დატესტილი შოკოლადის დილების ფასი 100 გრამზე 7-დან 25 ევრომდე მერყეობს, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი შოკოლადის ფილების ღირებულებას ათჯერ აღემატება. 6-დან 4 პროდუქტი საერთოდ არ უნდა იყიდებოდეს, რადგან ინგრედიენტების სია და კვების შესახებ ინფორმაცია არასრული იყო, ან სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ასევე, ნაწილობრივ არ იყო სავალდებულო ინფორმაცია ალერგიის მქონე ადამიანებისთვის”, – წერია Stiftung Warentest-ის შეფასებაში.
როგორც spiegel-ი განმარტავს, დუბაიდან იმპორტირებულ შოკოლადში აღმოჩენილია ობი. მათი ცნობით, დუბაიდან მიღებულ იყო, Fex-ის და Le Damas-ის “Dubai Chocolate Kunafa & Pistachio”-ს შოკოლადები, რომლებიც შეიცავდა “მნიშვნელოვან” რაოდენობას 3-მონოქლოროპროპანდიოლს და გლიციდილესტერს. ცხიმოვანი დამაბინძურებლები ხშირად რაფინირებულ პალმის ზეთში გვხვდება და პოტენციურად კანცეროგენად განიხილება. ამასთან, Le Damas-ის პროდუქტები “მნიშვნელოვნად” იყო დაბინძურებული ობის აფლატოქსინებით, კანცეროგენით, რომელიც ჩვეულებრივ ფისტაში გვხვდება.
როგორც Stiftung Warentest-ის წერს, “შოკოლადის ჭამას არავითარი გავლენა არ უნდა ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა, მავნე ნივთიერებების ასეთი გამოვლენა შეუთავსებელია უმაღლესი ხარისხის დაპირებასთან“.
ამ შედეგების წინა ანალიზთან შედარება მოხდა, რომელიც შტუტგარტის ვეტერინარული საგამოძიებო ოფისისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო ოფისმა ჩაატარეს. იმ დროისთვის, დუბაიდან იმპორტირებულ შოკოლადში ობის სოკოები აღმოაჩინეს, რომლებიც ცნობილია როგორც მიკოტოქსინები.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ჩატარებული კვლევისას, იმპორტირებული პროდუქციის 13%-ი დაბინძურებული აღმოჩნდა. კვლევის ფარგლებში გააკრიტიკეს ეტიკეტირებაც. ზოგიერთ შემთხვევაში, პროდუქტებს საერთოდ არ უნდა ეწოდოს შოკოლადი, რადგან კაკაოს შემცველობა ძალიან დაბალი იყო, ან შეიცავდა მხოლოდ ცხიმოვან გარსს, რომელიც შეიცავდა კაკაოს მცირე რაოდენობას.
ეს არ ვრცელდება Stiftung Warentest-ის მიერ შემოწმებულ პროდუქტებზე. ყველა მათგანი მზადდებოდა შოკოლადისგან და შეიცავდა მაქსიმუმ 20%-ზე ნაკლებ ფისტას.
ფისტას კრემი შოკოლადის ყველაზე ძვირადღირებული ინგრედიენტია. ამიტომ, იაფ პროდუქტებში კრემში ფისტის შემცველობა ხშირად დაბალია. ცომის ოქროსფერ-ყვითელ ძაფებთან ერთად, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ანგელოზის თმა”, კადაიფი ან კატაიფი, დუბაის შოკოლადის დამახასიათებელი ინგრედიენტია. ცომის ძაფები შოკოლადს დამახასიათებელ ხრაშუნს აძლევს. როგორც წესი, მათ გამდნარ კარაქში ავლებენ და შემდეგ წვავენ.
ტესტირების დასკვნაში, ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ კლასიკურ ფისტას შოკოლადს, როგორც იაფ ალტერნატივას. “თუ ნამდვილად გსურთ დუბაის შოკოლადის გასინჯვა, შეგიძლიათ უბრალოდ თავად გააკეთოთ” აღნიშნულია დასკვნაში. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ არის: შოკოლადი, კადაიფი (თურქული სუპერმარკეტიდან), კარაქი, სეზამის პასტა და ფისტას კრემი.
წყარო: რუსთავი 2