მსახიობი მეგი კობალაძე ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელს, ნუკრი ქანთარიას სოციალური ქსელით მიმართავს.
„Aleksandre Kantaria სამარცხვინო ხარ. ჯანმრთელობის დაზღვევაც გამიუქმე ❤️ 3 წლის ბავშვი მყავდა დაზღვეული, რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ, შვილიშვილები მაინც არ გყავდეს სახლში და არ იცოდე მათი საჭიროებები. გაუმართლებელი ხარ! აქამდე მეცინებოდა შენს სასტიკ საყვედურებზე, ხელფასის დაქვითვაზე, მაგრებ იმდები ადამიანობა არ გეყო ჯანმრთელობის დაზღვევა დაგეტოვებინა, ბავშვის გათვალისწინებით მაინც“, – წერს მსახიობი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ კობალაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მას ნუკრი ქანთარიამ 6 თვით შეუჩერა ხელფასი.