თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ნათელა ბასიშვილის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ნათელა გახლდათ გამორჩეული პიროვნება და ლექტორი. მისი ღვაწლი თსსუ-ის შინაგან სნეულებათა დეპარტამენტისა და სრულიად უნივერსიტეტისთვის უდიდესია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.