საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს უკვე 3:0-ს ამარცხებს.
მესამე გოლი 59 -ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
მატჩის 33-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის პასის შემდეგ სომხეთის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
37-ე წუთზე საქართველოს ეროვნული გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გიორგი მიქაუტაძემ გახადა. აღსანიშნავია, რომ მან გოლი გიორგი მამარდაშვილის პასით გაიტანა.
ერევანში მიმდინარეობს ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის.
პლეი ოფი ორმატჩიანია, განმეორებითი შეხვედრა თბილისში 23 მარტს გაიმართება.