ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ელგუჯა ბაგრატიონმა ბრიფინგი ჩაატარა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის საქმის შესახებ ისაუბრა.
ბაგრატიონის თქმით, ვარშალომიძე ყაზახეთში ყაზახური მზარის მიწვევით იმყოფებოდა, ამჟამად კი ის ამსტერდამშია.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა განვმარტო ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში 18-19 მარტის ვიზიტთან დაკავშირებით, იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რაც მის მიმართ განხორციელდა. ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ყაზახეთის მხარის მიწვევით იმყოფებოდა, ბათუმის სასწაულის შექმნასთან დაკავშირებით, ქალაქ ატირაუს განვითარებაში დახმარება და კონსულტაციები რომ გაეწია. ამიტომ ის 18 მარტს ქალაქ ატირაუში ჩაფრინდა, 14:20 წუთზე, სადაც მესაზღვრეების მიერ იქნა გაჩერებული. მას განუმარტეს, რომ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, რუსეთის მიერ. გადაიყვანეს ქალაქ ატირაუს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრება, გამოკითხვა. ერთადერთი საფუძველი მისი შეჩერებისა იყო, რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება“, – განაცხადა ბაგრატიონმა.
შეგახსენებთ, 18 მარტს ენმ-მ გაავრცელა ინფორმაცია ვარშალომიძის ყაზახეთში დაკავების შესახებ.