Sunday, September 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ოპოზიცია გარდაიცვალა“ – რას ამბობს გია ვოლსკი

March 20, 2025
“თუ ჩემს სიფხიზლეში ეჭვი გეპარებათ…” – რას ამბობს გია ვოლსკი

„ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ მედიასთან ოპოზიციისა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპელ ლიდერებთან გაგზავნილ ერთობლივი წერილის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, „ეს წერილი საქმიანობის ერთ-ერთი ეტაპია, რომ თავისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები არ იყოს რეალობასთან შესაბამისობაში. გარდაიცვალა ოპოზიცია – საქართველოს აღარ ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება“.

„ეს წერილიც ამას ემსახურება, თორემ ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის წერილი, ისედაც გააჩნია თავისი გეგმა, ისედაც ჩაბუდებულია ევრობიუროკრატიაში „დიფ სთეითი” და თავის ამოცანას ასრულებს. ამ საქმეში ხაზარაძე ჩაერთვება თავისი განცხადებებით, თუ სალომე ზურაბიშვილი წერილებით – არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამათ თავისი გეგმა აქვთ და მათ შორის, საქართველოს დაპირისპირების პოლიგონი გახდა ომსა და მშვიდობას შორის. თავისი გეგმა და იდეები აქვთ და ეს ყველა დანარჩენი ფიგურანტი, გარკვეული პაიკი თუ მარიონეტები არაფერს წარმოადგენდნენ არც საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკისთვის და მითუმეტეს, არც ევროკომისიისთვის. მათ დროებით სჭირდებათ ცალ ფეხზე მდგომი, ყურმოჭრილი ადამიანები, რომ შეასრულონ გარკვეული ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად არის გარკვეული ფუთფუთი ამ გაერთიანებაში, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჰქვია. სალომე ზურაბიშვილი კი არ ეშვება იმ იდეას, რომ როგორმე ზემოდან შემოახტეს ამ გაერთიანებას, რომელსაც ისედაც თავისი გეგმები აქვს და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სჭირდებათ. ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება არც სალომე ზურაბიშვილი და არც „ნაციონალური მოძრაობა”. მათ მხოლოდ იმ ფიგურებად სჭირდებათ რომ როგორმე თავიანთი ინტერესები და გეგმები გაჩარხონ იმ რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკის კონცენტრაცია მოხდება, რაც უკავშირდება აზიისა და ევროპის დაკავშირებას დაკავშირებას, ენერგორესურსების გადაზიდვებს, იმ პროექტებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება – ეს არის ინტერესი და ამის განსახორციელებლად არის ეს პაიკები გარეთ გამოდგმული. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ დედოფალი იყოს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ აღარ არის – ჩამოაგდო ტახტიდან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • ისრაელის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge