ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა 7 თვით ადრე, არის ბიძინას და ოცნების გეგმა – გადაიტანოს ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ძლიერი საქართველოს“ მთავარი პრიორიტეტი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
„ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა 7 თვით ადრე, არის ბიძინას და ოცნების გეგმა – გადაიტანოს ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ჩვენთვის ეს არის დღეს მთავარი პრიორიტეტი!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.