Monday, May 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თბილისი ენერჯი” 9 თებერვალს გაზის მილსადენის დააზიანებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს

March 19, 2025
“თბილისი ენერჯი” 9 თებერვალს გაზის მილსადენის დააზიანებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს

კომპანია “თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილის გიორგი ლეფსვერიძის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიები, რომელთა მძიმე ტექნიკამ, 9 თებერვალს, 500-მილიმეტრიანი გაზის მილსადენი დააზიანა, მაქსიმალური თანხით დაჯარიმდნენ. ამის შესახებ გიორგი ლეფსვერიძემ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სტუმრობისას განაცხადა, თუმცა არც სამშენებლო კომპანიები დაასახელა და არც – ჯარიმის ოდენობა.

“მოქმედი კანონმდებლობით მილს აქვს თავისი დაცვის ზონა, რომელშიც არ შეიძლება მძიმე ტექნიკით სიარული, რასაც კანონი არეგულირებს, მაგრამ ისინი [სამშენებლო კომპანიები] არ იცავდნენ და შესაბამისად, მილი დაიძაბა, ჩაიზნიქა ბევრ ადგილას და გაწყდა კიდეც. მე არ მაქვს უფლება, დავასახელო სამშენებლო კომპანიები, მაგრამ სრულიად დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების და დადასტურების შემდგომ, შესაბამისმა ორგანოებმა ისინი მაქსიმალური ფულადი ოდენობით დააჯარიმეს… ჯარიმა იყო სოლიდური.

მაგისტრალური მილსადენი მოდის ვაშლიჯვრის ტერიტორიიდან საბურთალოსკენ. მოგეხსენებათ, იმ ტერიტორიის მასიური განაშენიანება მიმდინარეობს; შენდება საცხოვრებელი კორპუსები… ჩვენ არაერთხელ გვყავს გაფრთხილებული სამშენებლო კომპანიები, რომ მძიმე ტექნიკით, თან მიწით, კლდით და სხვა სამშენებლო მასალებით დატვირთულებს არ ევლოთ, რის გამოც ეს მილი დაიძაბა. ზოგან ისეთი სიტუაცია იყო, რომ მიწისქვეშა გაზსადენი მიწისზედა გახადეს და ზოგ ადგილას კი, მოკვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ გაზსადენის ნაწილი 8-10 მეტრით მიწისქვეშ აღმოჩნდა, რადგან მიწაყრილი მოაწყვეს, როგორც ნაგავსაყრელზე.”- განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ ეს უნდა იცოდეთ
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე?
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge